დღე - II- შევქმენით საკუთარი ბლოგი.შევარჩიეთ სასწავლო პროექტის
თემა.დავგეგმეთ სასწავლო პროექტზე მუშაობა.
დღე - III--დღეს ვისწავლე ბროშურის შექმნა, რაც ძალიან საინტერესო
და გამოსადეგია ცხოვრებაში.გავეცანით პროექტის ნიმუშებს, პროექტის სასწავლო გეგმაში
შევიტანეთ ესგ-ის სტანდარტი.
დღე-IV-ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.განვიხილეთ-ზოგადი,
თემატური და შინაარსობლივი კითხვები.
დღე -V-განვიხილეთ და შევქმენით შეფასების სქემები.შევიმუშავეთ
მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა, რაც ყოველდღიურად გვჭირდება სასკოლო ცხოვრებაში.
დღე-VI-ამ დღეს ჩემთვის ახალი,საჭირო და საინტერესო იყო ელექტრონული
კითხვარის გაკეთება, გაზიარება,შეფასება გუგლის
ფორმატში. ვიმუშავეთ ბლოგის, საიდის შეფასების რუბრიკაზე. შევქმენით ჩვენეული შეფასების
სქემები. გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს.
დღე -VII-ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს ტრენინგი.დღეს
ბლოგში, ელექტრონულ ფორმატში გადავიტანეთ ჩვენი პროექტები. თუმცა ვიცოდი,მაგრამ
მაინც გამიჭირდა დამოუკიდებლად ბლოგში ჩემი საქაღალდის გადატანა,მაგრამ ტრენერის დახმარებით
,სრულად გავიხსენე და ადვილად დავძლიე ეს სირთულეც.
დღევანდელი ტრენინგის მთელი მსვლელობა მისაღები
და გამოსადეგი იყო. ეს ყველაფერი ნამდვილად უნდა იცოდეს თანამედროვე მასწავლებელმა.დღე-IX-დღეს დავამთავრეთ პროექტზე მუშაობა.სამუშაო იყო შრომატევადი, მაგრამ საინტერესო.გავიზიარეთ ერთმანეთის ნამუშევრები, ძალიან მომეწონა კოლეგების პროექტები მივაწოდე ჩემი შენიშვნები და ისიც აღვნიშნე, რაც კარგი იყო. მეც გავითვალისწინე მათი რჩევები.
ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა.იყო საკმაოდ პროდუქტიული.ტრენინგის მსვლელობისას ათვისებილ სიახლეებს აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
დიდი მადლობა ბატონ ირაკლი ყორღანაშვილს საინტერესო ტრენინგებისა და ჩვენი დახმარებისათვის.
არ არის რეფლექსიები სხვა ტრენინგ-დღეებზე.
ReplyDeleteრეფლექსიის წერისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ საკითხებს:
ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
1. რითი იყო ეს დღე თქვენთვის მნიშვნელოვანი?
2. რა იყო დღეს თქვენთვის ახალი და რა კარგად ნაცნობი?
3. როგორ გამოიყენებთ ამ დღეს მიღებულ ცოდნას თქვენს საქმიანობაში?
4. რა გაგიჭირდათ ახალი მასალის გაცნობისას?
5. რა იყო თქვენი შეხედულებით ზედმეტი და მიუღებელი?
6. გაქვთ თუ არა რაიმე შენიშვნა ან რჩევა ტრენინგის შინაარსთან დაკავშირებით?
გულო, წარმოდგენილი გაქავს ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა, რომელშიც შეტანილი გაქვს ერთდროულად სხვადასხვა აქტივობების შეფასების კრიტერიუმები ერთ სქემაში. ჩემი აზრით სჯობდა შეფასება ყოფილიყო მხოლოდ ერთი აქტივობის რაც გქონდა შესაფასებელი. პატივისცემით შენი კოლეგა გიული ელერდაშვილი.
ReplyDeleteთქვენ პროექტის განხორციელებას კარგად შეძლებთ. გირჩევთ, შედეგი უკეთესი იქნება თუ ამ პროექტს ინტეგრირებულად განახორციელებთ. პატივისცემით, გისურვებ წარმატებებს
ReplyDeleteპროექტი საინტერესო და ორიგინალურია.ჩანაფიქრი დაძლევადია და პასუხობს მიზანს.
ReplyDelete